მაკარონი ქათმით

მაკარონი ქათმით

ინგრედიენტები

ქათმის ფილე - 1 ცალი

მაკარონი - ნებისმიერი სახეობის, 150 გ

ხახვი - 1 თავი

კარაქი - 15 გ

თეთრი მშრალი ღვინო - 100 მლ

ნაღები - 3 ს/კ

ქონდარი - დაფქული, მწიკვი

მარილი და პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესები

მოხარშეთ მაკარონი მარილწყალში. გადაწურეთ.

გაფცქვენით და დაჭერით ხახვი, მოხრაკეთ კარაქში. დაასხით ხახვს ღვინო და ხარშეთ 2-3 წუთი. შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი ქათმის ფილე.

თუშეთ ხორცი ღვინოში 7-8 წუთი. თან პერიოდულად ურიეთ.

გადმოდგით ტაფა ცეცხლიდან, დაუმატეთ ნაღები და მაკარონი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და ქონდარი. ამოურიეთ და გემრიელად მიირთვით!