საფანელში შემწვარი მკვახე პომიდორი

საფანელში შემწვარი მკვახე პომიდორი

ინგრედიენტები

მკვახე პომიდორი - 4 ცალი, მოზრდილი

კვერცხი - 1 ცალი

რძე - 1/3 ჭიქა

მჭადის ფქვილი ან საფანელი - 3 ს/კ

კარაქი - 100 გ

მარილი და პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესები

დაჭერით პომიდორი 1 სმ სისქის ნაჭრებად. ათქვიფეთ კვერცხი რძესთან ერთად. ცალკე ჯამში ერთმანეთში აურიეთ მჭადის ფქვილი (ან საფანელი), მარილი და პილპილი.

გაადნეთ ფართე ტაფაზე კარაქი, ამოავლეთ პომიდვრის ნაჭრები ჯერ კვერცხის, შემდეგ ფქვილის მასაში და შეწვით ყველა მხრიდან 2-2 წუთს განმავლობაში.