ინგრედიენტები
თეთრი მშრალი ღვინო - 300 მლ
ქათმის, საქონლის, ღორის ხორცი - 500-500 გ
კამა, ოხრახუში, ქონდარი - 3-4 ღერი თვითოეული
სტაფილო - 1 ცალი
დაფნის ფოთოლი - 2 ცალი
ხახვი - 1 თავი
საქონლის ფეხი - 1 ცალი
ნიორი - 4 კბილი
შავი პილპილის მარცვლები - 7 ცალი
მარილი - გემოვნებით
მომზადების წესები
დაასხით გასუფთავებულ და გარეცხილ საქონლის ფეხს ცივი წყალი, დადგით ცეცხლზე და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 5 საათი.
პერიოდულად მოხადეთ ქაფი და ცხიმი.
დაუმატეთ საქონლის, ქათმის და ღორის ხორცი და ხარშეთ კიდევ 1,5 საათი.
მწვანილი გარეცხეთ და შეკარით ძაფით. სტაფილო და ხახვი გაფცქვენით და დაჭერით მსხვილად.
ჩაასხით ხორცის ნახარშში ღვინო, დაუმატეთ მწვანილი, სტაფილო და ხახვი, დაფნის ფოთლები, პილპილის მარცვლები, ხარშეთ კიდევ 30 წუთი, დაუმატეთ მარილი.
შემდეგ გაწურეთ ბულიონი. მოხარშულ ხორცს გააცალეთ ძვლები და დაჭერით წვრილად. ნიორი გაფცქვენით, დაჭერით წმინდად და დაუმატეთ ხორცს. აურიეთ და გადაიტანეთ ფორმაში. დაასხით ბულიონი ისე, რომ ხორცი დაფაროს ორ თითის დადებით. გააცივეთ, შემდეგ კი მოათავსეთ მაცივარში.