ინგრედიენტები
ყვავილოვანი კომბოსტო - 400 გ
გატარებული ნიგოზი - 1 ჭიქა
ხმელი ქინძი - 1/2 ჩ/კ
უცხო სუნელი - 1/2 ჩ/კ
ყვითელი ყვავილი - 1/2 ჩ/კ
მარილი და წიწაკა
ბროწეულის მარცვლები
ზეთი შესაწვავად
მომზადების წესები
გარეცხილი კომბოსტო დავანაწევროთ, მოვწალოთ მარილიან მდუღარე წყალში, გავწუროთ და ზეთდასხმულ ტაფაზე შევწვათ მაღალ ცეცხლზე.
ნიგოზი და სუნელები ერთმანეთში კარგად ავურიოთ და დავუმატოთ შემწვარ ყვავილოვან კომბოსტოს. ზემოდან მოვაყაროთ ბროწეული.