ინგრედიენტები
ქათმის ფილე - 500 გ
მაკარონი - 300 გ
მწვანე ხახვი - 6 ცალი
ჩვილი სიმინდი - 3 ც
სტაფილო - 150 გ
ქინძი - ნახევარი კონა
ხმელი ქინძი, დაფქული - 2 ჩ/კ
ძირა - 2 ჩ/კ
კურკუმა - 1/2 ჩ/კ
ზესუმზირის ზეთი ან ერბო - 2 ს/კ
სატე სოუსი - 200 გ
მომზადების წესები
დაადგით ქვაბი და მოხარშეთ მაკარონი ინსტრუქციის მიხედვით; დაჭერით ქათმის ფილე პატარა კუბებად, ზომით 2*2 სმ.
მოაყარეთ დაფქვილი ქინძი, ძირა და კურკუმა, აურიეთ კარგად; დაჭერით ბოსტნეული 2-3 სმ სიგრძის, თხელ, დიაგონალურ ნაჭრებად; გაახურეთ ტაფა, დაასხით ცხიმი და მობრაწეთ ხორცი, როცა მზადიქნება - ქაფქირით გადმოიღეთ ტაფიდან, რომ ცხიმი არ აყვეს; ამავე ტაფაში ჩაუშვით ჯერ სტაფილო და სიმინდი, მალევე ჩაამატეთ მწვანე ხახვიც, 2 წუთში ბოსტნეული მზად იქნება.
მზა ბოსტნეულს დააყარეთ ხორცი, მოურიეთ და მოასხით სატე სოუსი, შეამატეთ 50-70 მლ.ლ წყალი, რომ კარგად, კრემისებურად მოედოს მთელ მასას (სოუსის სახლში მომზადებისას წყლის დამატება საჭირო არ არის); როცა სითხე ბუშტებს გაიჩენს - ჩაამატეთ მაკარონიც, კარგად მოურიეთ, მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი და ქინძი.
სუფრასთან მიიტანეთ ოდნავ შეგრილებული.