ეს წვნიანი პიკანტური გემოს მოყვარულებს მოეწონებათ. წვნიანის მოსამზადებლად გამოვიყენოთ თეთრი ლუდი. ძალიან უხდება ასევე გახეხილი ჰოლანდიური ყველი. წყლის რაოდენობა სურვილისამებრ განვსაზღვროთ.
ინგრედიენტები
ღია ფერის ლუდი - 600 მლ
ფქვილი - 140 გ
კვერცხის გული - 3 ცალი
არაჟანი - 250 გ
მარილი და წიწაკა
ანადუღარი წყალი
გახუხული პური ან კრუტონები - სერვირებისთვის
მომზადების წესები
არაჟანი და კვერცხის გულები ავურიოთ, დავუმატოთ ფქვილი, 500 მლ წყალი და ოდნავ შემთბარი ლუდი.
თუ მასას სათქვეფელათი ვერ გავთქვეფთ, ბლენდერით ავთქვიფოთ.
დავუმატოთ სანელებლები და მუდმივი მორევით ადუღებამდე მივიყვანოთ. წვნიანი შეგვიძლია გავათხელოთ ანადუღარი წყლით.
მივირთვათ გახუხულ პურთან ან კრუტოებთან ერთად.