ინგრედიენტები
შაქარი - 75 გ ან გემოვნებით
არაჟანი - 300 გ, მაღალცხიმიანი
მოცხარი, მოცვი, ჟოლო, მარწყვი ან ნებისმიერი გაყინული კენკრა - 300 გრ
მომზადების წესები
ყველა ინგრედიენტი ერთად მოვათავსოთ და ბლენდერით კარგად ავთქვიფოთ.
ხილს წინასწარ ნუ გაადნობთ. გადავიტანოთ კონტეინერში და გავყინოთ.
2 საათში პირდაპირ კონტეინერშივე ავთქვიფოთ ხელის ბლენდერის დახმარებით.
ეს პროცედურა გავიმეოროთ 2-ჯერ, 1 საათის ინტერვალით, რათა არ დაკრისტალდეს და თანაბრად გაიყინოს.