ინგრედიენტები
იაპონური ბრინჯი - 130 გ
ნორის ფურცელი
ახალი, გაუყინავი ორაგული - თხლად დაჭრილი,
ქორფა კიტრი - ჩხირებად დაჭრილი
ავოკადო - 1 ცალი, მოზრდილი
ტობიკო - მფრინავი თევზის ქვირითი
ბრინჯის ძმარი
მარილი, შაქარი
იაპონური მაიონეზი - სურვილისამებრ
მომზადების წესები
ბრინჯი მოვხარშოთ (მომზადების წესი იხ. გვ 12) მაკისუზე მოვათავსოთ ნორის ფურცელი პრიალა მხრით ქვემოთ, ზედ გავშალოთ ბრინჯი და ამოვატრიალოთ, წავუსვათ იაპონური მაიონეზი, ზედ დავაწყოთ კიტრი, ავოკადო, ორაგული და მაკისუს საშუალებით გადავახვიოთ.
მაკისუზე მოვაყაროთ ტობიკო და როლს გადავაფაროთ, რომ გარშემო შემოეკრას ქვირითი. მაკისუ მოვაშოროთ და 6-8 ნაწილად დავჭრათ. უხდება ვასაბი, სოიის სოუსი და ჯანჯაფილის მარინადი.