ინგრედიენტები
ორაგულის ფილე, კანიანი - 200 გ, მოხარშული
შებოლილი ორაგულის ფილე - 100 გ
არაჟანი 27%-30% - 3 ს/კ
1/2 ლიმონის წვენი
ხახვი - 1 თავი, წვრილად დაკეპილი
მარილი და პილპილი
მწვანე ხახვი - წვრილად დაჭრილი, 1 ს/კ
გახუხული ბაგეტის ნაჭრები - სერვირებისთვის
მომზადების წესები
ორივენაირი ორაგული, არაჟანი, ხახვი, მარილი, პილპილი და ლიმონის წვენი ჩოპერში დავაქუცმაცოთ. შეგვიძლია თევზი და ხახვი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში და შემდეგ დავუმატოთ დანარჩენი ინგრედიენტები.
პაშტეტს მოვაყაროთ მწვანე ხახვი და მივირთვათ გახუხულ პურთან ერთად.