მომღერალი მაია დარსმელიძე სოციალურ ქსელში მის კოლეგებს თეონა კონტრიძეს, ნინო ქათამაძესა და სოსო პავლიაშვილის დაუპირისპირდა. კონტრიძემ, სოსო პავლიაშვილის სიმღერა სახელწოდებით „სამშობლო“ გააზიარა და თქვა, რომ ეს სიმღერა ფაქტობრივად 90-იანი წლების არაოფიციალურ ჰიმნად გადაიქცა, რასაც დარსმელიძემ პოსტი მიუძღვნა.
მაია დასრმელიძის პოსტს ასევე გამოეხმაურა ნინო ქათამაძე, რომელმაც კოლეგას თავშეკავებისკენ მოუწოდა.
„გეყოფა!!!“- დაწერა ნინო ქათამაძემ
„ თავისუფალი საქართველოს არაოფიციალური ჰიმნი - არა ყ** სამშობლოს მერე ტიპმა სამშობლო (!!!) იცვალა და მუსიკაშიც საკაიფოდ დეგრადირდა და იქცა, აიიიი, ძაააან, ძააან რბილად რომ ვთქვათ, რუსულ ესტრადაზე და რუსებისთვის ძაან ”მომხიბვლელი” აქცენტით ნათქვამ ბოლით გაჟღენთილ გრუზინულ სადღეგრძელოდ.
როგორ შეიძლება თავისუფალი საქართველოს ჰიმნს არქმევდე იმ ტიპის ცხრაასი წლის წინანდელ გამოსვლას, რომელიც დღეს ისევ "სამშობლოს“ უმღერის, თუმცა ეს მისი სიმღერა არა საქართველოს, არამედ ოკუპანტ რუსეთს ეძღვნება.
ვინც დაბოლდით, თქვენს უმაღლეს მუსიკალურ ინწელექტს დააბრალეთ
პი.ეს: ნუ გვატენი გენიალურობად იმას, რაც დიიიიიიდი ხანია გახანიგდა და დეგრადირდა და შესაბამის საპასუხო პოსტსაც არასოდეს მიიღებ. თორე ნიჩეგო ლიჩნოგო“ - წერს მაია დარსმელიძე.