“აღნიშნულმა ფაქტმა მხოლოდ ის დაადასტურა, რომ ნაცინალურ მოძრაობას, მხოლოდ და მხოლოდ რევოლუცია სჭირდება და არა არჩევნები” – ასე ეხმიანება “ახალგაზრდული ცენტრი” დღეს გამართულ შეხვედრას, სადაც მმართველმა არტიამ 2020 წის პროპორციული საარჩევნო სისტემის პროექტი წარადინა, რასაც ნაც.მოძრაობა არ დაესწრო. როგორც დავით ჩიხელიძე აცხადებს, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ყოფილი მმართველი პარტიის წევრთა მიზანი არის რევოუცია და არა არჩევნები
“ყველა ვთანხმდებით, საქართველოში პოლიტიკური სისტემების განვითარების აუცილებლობაზე, მმართველმა გუნდმა დღეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა, რომელსაც ჩემდა გასაკვირად ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. ცოტა უცნაური არის, მიიღო ის რასაც ითხოვ (მათი მოთხოვნა სწორედ პროპორციული არჩევნები იყო) და შემდეგ მოლაპარაკებებს ბოიკოტი გამოუცხადო. ამასაც მოხეხრება უნდა! აღნიშნულმა ფაქტმა მხოლოდ ის დაადასტურა, რომ ნაცინალურ მოძრაობას, მხოლოდ და მხოლოდ რევოლუცია სჭირდება და არა არჩევნები. არჩევნები ხომ დემოკრატიის მაჩვენებლია.
დემოკრატია და ნაციონალური მოძრაობა კი ერთმანეთისგან შორს არის. ახლა რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ჯერ საუბარი იმის შესახებ თუ რას მოგვცემს პროპორციული სისტემა ნაადრევია, რადგან დეტალები ბოლომდე არ არის ცნობილი, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრბაში ახალი ეტაპი იწყება, აღნიშნული სისტემა ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისთის, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო 2020 წელს სამართლიან, კონკურენტუნარიან და შესაძლებლობებზე დაფუძნებულ არჩევნებს ვნახავთ, სადაც ამომრჩევლის თითოეული ხმა იქნება რეალიზებული და არცერთი დაკარგული (ამის გარანტიას ნულოვანი ბარიერი გვაძლევს)”- აცხადებს დავით ჩიხელიძე.