საქართველოში ნარკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ეპიდემიოლოგიური კვლევისა და ანალიზის ჯგუფის მიერ ჩატარდა სოციოლოგიური გამოკითხვა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში.
საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულ ნარკოტიკთა შორის გამოკითხულები პირველ ადგილზე ანაშას აყენებენ (29,7%), შემდეგ კი მორფიუმი (27,6%).
ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი პრიორიტეტად მიიჩნევს მოზარდთა და ახალგაზრდა დაცვას ნარკტიკული სენისაგან, ალკოჰოლიზმისა და თამბაქოს მოხმარებისაგან.
ამ მიზნით, ქართველი ნარკოლოგები თვეში ერთხელ მოაწყობენ შეხვედრებს მასმედიის წარმომადგენლებთან და გააცნობენ სტატისტიკურ მონაცემებსა და სოციალურ-ეპიდემიოლოგიური გამოკითხვის შედეგებს.გამოკითხულთა 50,9% თვლის, რომ ნარკომანია მძიმე დაავადებაა, რომელიც ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს, 40,2%-ის აზრით, ეს „მავნე ჩვევაა, რომელზეც უარის თქმა ძნელია“, მხოლოდ 9% თვლის, რომ ნარკომანია „დროებითი გატაცება და მოდის აყოლაა“.
ნარკოტიკის გავრცელებისა და მისი შედეგების თვალსაზრისით, რესპუბლიკაში შექმნილ მდგომარეობას გამოკითხულთა 50% აფასებს, როგორც კატასტროფულს, ხოლო 30,8% როგორც საგანგაშოს.
საშუალო სკოლებში გამოკითხული მოსწავლეებიდან 34,6%-მა ნარკომანიის შესახებ ინფორმაციის წყაროდ თანატოლი დაასახელა, ხოლო 45,4%-მა მიუთითა, რომ ინფორმაცია უფროსკლასელთა წრეში მიიღო. ამდენად, ინფორმაციის ყველაზე დიდი და მძლავრი ნაკადი „ქუჩური ხასიათისაა“