„როგორ შეიძლება დაივიწყო, ნარკოტიკებით გაბრუებული, სპორტული პიჟამოთი რომ დასვეს ეთერში და აზრზე არ იყო, რას ლაპარაკობდა“

„როგორ შეიძლება დაივიწყო, ნარკოტიკებით გაბრუებული, სპორტული პიჟამოთი რომ დასვეს ეთერში და აზრზე არ იყო, რას ლაპარაკობდა“

„2007 წელს სააკაშვილის ხელისუფლებას რომ არ დავპირისპირებოდი, დღეს მათ, ვინც ივანიშვილის მეზარბაზნეები გახდნენ კლავიატურასთან, ახალაიების ცოცხი დიდი ხნის შეზრდილი ექნებოდათ და არაფერი არ შეიცვლებოდა. თქვენ რომ მანდ ზიხართ, ჩემი დამსახურებაცაა“,-ირაკლი ოქრუაშვილი გაბრაზებულია და თავის ირგვლივ ასეთივე ადამიანების შემოკრებას აპირებს.

გაბრაზებული ადამიანების ახალმა პოლიტიკურმა მოძრაობამ -„გამარჯვებულმა საქართველომ“, ოქრუაშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, ივანიშვილის ჭაობის ამღვრევა განიზრახა. სააკაშვილის დროინდელ ყოფილ მაღალჩინოსანს აქვს ამბიცია, შეცვალოს ხელისუფლება. თუკი არჩევნებით მკურნალობის მეთოდი არ გაამართლებს, 2003 წლის კონსპექტები (ანუ ვარდების რევოლუციის თაბახები) შენახული აქვს. ახლა ივანიშვილზეა დამოკიდებული, მისი ხელისუფლება 2020 წელს შეიცვლება კარგად, თუ ცოტა მტკივნეული ფორმებით.

ოქრუაშვილი ამბობს, რომ უსამართლობას ვერ ეგუება, 2007-შიც უსამართლობის გამო დატოვა თბილი სავარძელი. ეს მაშინ, როცა ყველაზე მტკივნეული რეფორმები მის მიერ იყო გატარებული, მათ შორის, 2004 წელს დაწყებული პატრულის რეფორმა.

„მძვინვარე ირაკლის“, როგორც მას ეძახიან, საქციელი ჩვენი საზოგადოებისთვის ზოგჯერ აუხსნელია. მაგალითად, 2007-ში ის ამბობდა, შანსს არ გავუშვებ, არ გავანადგურო სააკაშვილიო, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებისას სააკაშვილთან ისევ გამონახა საერთო ენა, როცა გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა მიშას მხარდაჭერით კი არა, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ პოზიციის გამოხატვით ახსნა.

„ოლიგარქებისგან თავისუფლდება ცხოვრება, რომლებიც ქვეყანას აპრივატებენ. ივანიშვილი თავის შვილს ვეღარ დატოვებს ქვეყნის მმართველად“, - ასეთია ოქრუაშვილის გზავნილები, რომელმაც არც სოსო რობაქიძე დატოვა უყურადღებოდ და მისი პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაციაზე გასაპროტესტებლად მისული შვილმკვდარი მამის ქმედებას მასკარადის გამართვა უწოდა, რითაც ამ ადამიანმა თურმე ფული იშოვა.

თუკი გავიხსენებთ ირაკლი ოქრუაშვილის ოდიოზურ წარსულს, მაშინ საინტერესოა, ჩვენი ხალხისთვის რამდენად სასურველი პოლიტიკოსია ირაკლი ოქრუაშვილი? ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.

ზოგისთვის ირაკლი ოქრუაშვილი მტკიცე პერსონასთან ასოცირდება, ზოგისთვის - „ბორდელში რეიდთან“, ან უტაქტო გამონათქვამებთან, რომრუსულ ბაზარზე საქართველოდან გატანილი ფეკალური მასაც კი იყიდება“... სოსო რობაქიძისთვის კი ის, უბრალოდ, კრიმინალია და სწორედკრიმინალები მოდიან პოლიტიკაში“...

- თავიდანვე შეთქმულებივით განეწყვნენ ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ და ეს არ იყო ჯენტლმენური საქციელი. გუბაზ სანიკიძე მართალი იყო, როდესაც გაბრაზდა ინგა გრიგოლიაზე, რომელიც გამუდმებით გაიძახოდა, ოქრუაშვილი, ოქრუაშვილიო. მთელი გადაცემის განმავლობაში ეკრანზე ჩანდა წარწერა - „ოქრუაშვილი ბრუნდება პოლიტიკაში“. მაშინ რატომ არ ეწერა, გელბახიანი ბრუნდება პოლიტიკაში? თავის დროზე გელბახიანიც ხომ იყო პარლამენტის წევრი, მერე მიშას დროს გაიქცა და, როგორც ოქრუაშვილი, ისე გელბახიანიც დევნილი იყო, მაგრამ ვინაიდან უფრო ადვილად შეიძლება ოქრუაშვილის ასოცირება მიშასთან, „ნაციონალებთან“, ამიტომ დასაწყისშივე უფუჭებენ მას იმიჯს.

ოქრუაშვილინაცმოძრაობისშექმნასთან ასოცირდება, შესაძლოა, ესეც არის განსხვავებული განწყობის ერთ-ერთი მიზეზი. დღეს ოქრუაშვილი აცხადებს, თუ სააკაშვილი ოდესმე დაბრუნდა, პირველს ივანიშვილს დაწვავს კოცონზე, შემდეგ - მას, ანუ ოქრუაშვილს. ამის მიუხედავად, ოქრუაშვილმა სააკაშვილს შეუნდო.

- „ნაცმოძრაობის“ შემქმნელი ოქრუაშვილი არ ყოფილა. თავის დროზე მიშა წერილებს რომ არიგებდა ფილარმონიაში „ნაცმოძრაობის“ დაფუძნების დროს და თავისთან ეპატიჟებოდა ადამიანებს, მეც მივიღე ის წერილი, მაგრამ მერე რომ ვკითხე ირაკლი ოქრუაშვილს, მას არ მიუღია წერილი. მაშინ ფილარმონიაში არც მე მივსულვარ, არც ოქრუაშვილი არ იყო იქ. რასაკვირველია, ენა როგორ უნდა მოგიბრუნდეს, როდესაც აბსოლუტურად უდანაშაულო ახალგაზრდა ბიჭს, ბუტა რობაქიძეს კლავენ, მაგრამ რა ვქნა, მე არ მომწონს მამამისის ხმაურიანი გამოსვლები.

სოსო რობაქიძეს აქვს არგუმენტი, რადგან მისი შვილის ტრაგედიის დროს სწორედ ოქრუაშვილი იყო შს მინისტრი, მის პერიოდში მოხდა საქმის ფალსიფიკაცია, იარაღის ჩადება, რაც განახორციელეს შსს- მაღალჩინოსნებმა რობაქიძესთან მიმართებით.

- ოქრუაშვილის შემხებლობა ამ საქმესთან არ დამტკიცებულა. უბრალოდ, ჩატარდა სასამართლო, რომელზეც ძალიან სურდათ, ოქრუაშვილის სახელი მიებათ. შსს-ს პრესსამსახურის უფროსი გურამ დონაძე ამბობდა, „ირაკლისთან უნდა ავიდე, ირაკლის რა ვუთხრაო“, მაგრამ სასამართლომ, რომელიც სულაც არ იყო ოქრუაშვილის მიმართ დადებითად განწყობილი, ამ საქმეში მისი ბრალეულობა არ გამოკვეთა და რობაქიძის მკვლელობის პროცესზე ოქრუაშვილის ხსენებაც არ ყოფილა. ამიტომ რობაქიძის მივარდნა ჯენტლმენობად არ მიმაჩნია.

მაგრამ ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობის გამო ოქრუაშვილს, როგორც მინისტრს, სულ მცირე, ხომ უნდა გაენაწილებინა მორალური პასუხისმგებლობა?

- რასაკვირველია, ოქრუაშვილი იმ დროს მინისტრი იყო და მის დროს მოხდა ეს ოპერაცია, მაგრამ ამ საქმეში ოქრუაშვილის კონკრეტული ბრალი არ გამოკვეთილა. ობიექტურობისთვის რომ ვთქვათ, გავიხსენოთ, რამდენი ასეთი ზონდერი ზის დღეს „ოცნების“ სიით პარლამენტში.

გეთანხმებით, პორტირებულინაცები“ „ოცნებისსუსტი მხარეა.

- დიახ, მეც ამას ვგულისხმობ. ოქრუაშვილმა თუ რამე მიჰქარა, მან ეს ყველაფერი ზღო, ანუ თავისი დანაშაული ათჯერ მეტ ფასად გადაიხადა. როგორ შეიძლება ადამიანმა დაივიწყოს, ნარკოტიკებით რომ გააბრუეს და ემუქრებოდნენ, შენს შვილს, გოგონას შენს თვალწინ გავაუპატიურებთ, თუკი არ უარყოფ შენს ნათქვამს, რომ მიშამ დამავალა პატარკაციშვილის აფეთქებაო. სპორტული პიჟამოთი რომ დასვეს ეთერში და გაბრუებული აზრზე არ იყო, რას ლაპარაკობდა. აუცილებელი არ იყო ნარკოლოგი ყოფილიყავით, ყველა მიხვდებოდა, რომ გაბრუებული იყო, რათა ეთქვა, მე მოვიტყუე, სიცრუე ვთქვი და ასეთი ფაქტი არ მომხდარაო?! რაც ოქრუაშვილს უყვეს, ვინ გადაიტანა ამდენი?!

მისი მოწინააღმდეგეები იმასაც იხსენებენ, რომ 2011 წლის საპროტესტო მოძრაობისას ოქრუაშვილი საფრანგეთიდან გვპირდებოდა, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, მაინც ჩამოვალო, მაგრამ თვითმფრინავით მხოლოდ ოქრუაშვილის პალტო დაბეზრუკავკაჩამოვიდა და არა ოქრუაშვილი.

- დიახ, მაშინ არ ჩამოვიდა, ყველა დეტალი ჩვენ არ ვიცით, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ოქრუაშვილი არ არის ლიდერი ამ მოძრაობის. განა გუბაზ სანიკიძე, ვალერი გელბახიანი, რომელთაც ჭიპი აქვთ მოჭრილი პოლიტიკაში, ვერ განსაზღვრავდნენ, რომ ოქრუაშვილი ხელად გახდებოდა სამიზნე? ამიტომაც დაარსდა მოძრაობა, რომელსაც ერთი ლიდერი არ ჰყავს, ეს არის გუნდი, არ გახლავთ ირაკლი ოქრუაშვილი ლიდერი, ის არის თანასწორთა შორის ერთ-ერთი.

რისი შეცვლა შეეძლება ირაკლი ოქრუაშვილს ქვეყნის სასიკეთოდ? პაატა ზაქარეიშვილი მის უარყოფით წვლილს იხსენებს ქართულ-ოსურ ურთიერთობებში. მის არცთუ ძლიერ მხარედ მიიჩნევენ ერგნეთის ბაზრობის გაუქმებას.

- პაატა ოთხი წელი იყო შერიგების მინისტრი, ვინ შეარიგა? რაც შეეხება ერგნეთის ბაზრობის გაუქმებას, ერგნეთის ბაზრობა ხალხს რაღაც შეღავათს აძლევდა, მაგრამ შენ თუ სახელმწიფოს აშენებ, არ შეიძლება კონტრაბანდის ღია კერა დატოვო. ერგნეთის ბაზრობა ამ თვალსაზრისით ანტისახელმწიფოებრივი იყო. ოქრუაშვილი იყო მინისტრი და ის ვერ დახუჭავდა თვალს კონტრაბანდაზე. ეს იგივე გამოვიდოდა, შევარდნაძე რომ ჩამოვიდა და თქვა, ვაიმე, კი ვხედავ, რაც ხდება, მთელი ჩვენი ტექნიკა ჯართის სახით გააქვთ თურქეთში, მაგრამ ხალხი მშიერია, ხმა როგორ ამოვიღოო. ამ დროს უკრაინისა და ბელორუსიის შემდეგ ყაზახეთის დონის სოფლის მეურნეობის ტექნიკა გვქონდა, ეს ყველაფერი დაშალეს და გაზიდეს თურქეთში, სამაგიეროდ, დღეს ტრაქტორი აღარ არის სოფელში. ეს ტექნიკა რომ არ გაეტანათ, საქართველოს თითო გლეხზე თითო ტრაქტორი მოვიდოდა.

ბოკერიამაც მოუნახა ოქრუაშვილს უარყოფითი და ოქრუაშვილს რუსული პროპაგანდის ნაწილი უწოდა, რომელმაც რუსული ტელევიზიით საქართველო ომის დაწყებაში დაადანაშაულა. შესაძლოა, ოქრუაშვილს კეთილშობილური მიზნები ჰქონდა, როცა 2007 წლის 1-ელ იანვარს ცხინვალში ზეიმის აღნიშვნას გვპირდებოდა, მაგრამ 2004-ში მისი შს მინისტრობისას გორში საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო ტექნიკა და შინაგანი ჯარის სპეცდანიშნულების მებრძოლნი როცა გამოჩნდნენ, ამას დაპირისპირება მოჰყვა, დაიღუპნენ ჩვენი ჯარისკაცები და 40 ტყვედ ჩავარდა.

- მსოფლიო ისტორიაში ათი ათასობით პატრიოტ პოლიტიკოსს, რომელსაც შემდეგ სიცოცხლეც შეუწირავს ქვეყნისთვის, წარსულში ჰქონია უდიდესი შეცდომები დაშვებული და აქ დანაშაულებრივ შეცდომებზეა საუბარი. ახლა გამოდის ვოლსკი და კობახიძე და იძახიან, რა მემკვიდრეობა მივიღეთო. კი ბატონო, მე არავითარი არგუმენტი არ მაქვს, მიშა ვაქო, ბოლოს და ბოლოს, მიშას დროს დაიხურა ჩემი დიპლომატიური აკადემია, მაგრამ „ნაციონალებმა“ რა მემკვიდრეობა მიიღეს? მემკვიდრეობად მიიღეს სომალი. რამდენი იყო პენსია? - 7 ლარი, შს მინისტრი თარგამაძე იძახდა, მე პოლიციელებს ქრთამის აღებას ვერ დავუშლი, რადგან მშივრები არიანო. თვითონ ხომ მილიონერი იყო? ეგ და მისი მოადგილეები ყველანი მილიონრები იყვნენ, უშიშროების სამსახურის ხალხმა იმ პერიოდში სასახლეები აიშენა.

მოსახლეობასნაცებისდროინდელი სისხლიანი კვალი უფრო ახსოვს, ვიდრე ცალკეული ქალაქის რეაბილიტაცია, თუნდაც სიღნაღის.

- ჩვენი უბედურებაც ის არის, არც გამსახურდიას აწყობდა ძლიერი ანალიტიკური სამეცნიერო-კვლევითი სამსახური, არც შევარდნაძეს, არც სააკაშვილს და არც „ოცნებას“. რასაკვირველია, ბევრი დანაშაული იყო მიშას დროს ჩადენილი, ვინ დაივიწყებს 7 ნოემბერს, დასისხლიანებულ ხალხს, მათ შორის, ბევრ ჩემს მეგობარს, იმ კადრებს რომ ვუყურებ, დღესაც ცუდად ვხდები, მაგრამ ევროპასა და ამერიკაში არავინ უხსენებს მიშას ამას. მოდით, ვაღიაროთ, რომ ევროპასა და ამერიკაში მიშას რეფორმატორის რეპუტაცია აქვს.

სწორედ ამაში ადანაშაულებენქართულ ოცნებას“, რომ მათ ვერ გაიტანეს საზღვარგარეთ ის რეალობა, რაც ხდებოდანაციონალებისწლებში საქართველოში.

- იმიტომ ვერ გაიტანეს, რომ დაეწყოთ ამის გატანა, თვითონაც დაზარალდებოდნენ. თოკს რომ გამოსწევ, მაშინ ბოლომდე უნდა გამოსწიო, არ შეიძლება, ეს თოკი შუაში გააჩერო. ამ დროს „ოცნება“ გავსებულია „ნაცებით“. სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე დანიშნეს ლონდა თოლორაია, რომელზეც ითქვა, ადეიშვილის კადრიაო. მე ეს არც ვიცოდი, მაგრამ ვინც დანიშნა, იმან ხომ იცოდა? ეს ხომ ორმაგი სტანდარტია? რატომ არის ეს ორმაგი სტანდარტი? ჩავწვდეთ ამის სიღრმეს. მიშა ორჯერ უპირებდა მერაბიშვილს გაგდებას და ივანიშვილი ახლადმოსული და გულახდილი როცა იყო, ამბობდა, 40 წუთი ველაპარაკებოდი მიშას და გადავათქმევინე მერაბიშვილის მოხსნაო. თუ ასეა, მაშინ ყველა გამოდის შემსრულებელი, მაგრამ, თუ ჩვენ საერთაშორისო სტანდარტებით მივუდგებით, დანაშაულებრივი ბრძანების შემსრულებელი თვითონაც დამნაშავეა. ეს წამოვიდა ნიურნბერგის პროცესიდან.

კი მაგრამ, როცა „ოცნება“ გატენილია პორტირებული „ნაცებით“, როდესაც მობილურზე ჩემი ლაპარაკი ადეიშვილის გამოზრდილი კადრის ხელში უნდა იყოს, კითხვა მიჩნდება, ნუთუ საქართველოში აღარ მოიძებნა ერთი პატიოსანი გოგონა, ან პატიოსანი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც არაფერში არ არის გასვრილი?! სხვათა შორის, „სპუტნიკმაც“ ასე შეაფასა, ოქრუაშვილი ქმნის გაბრაზებული ადამიანების პარტიასო. თუკი გაბრაზებული ადამიანების პარტიამ შეძლო უკმაყოფილო ადამიანების მობილიზება, ეს ძალიან კარგი იქნება. დღეს საქართველოში ყოველი 10 ადამიანიდან 7-8 უკმაყოფილოა, მაგრამ სახლში ზის და სამზარეულოში აგინებს მთავრობას, ქუჩაში გამოსვლა, რისკზე წასვლა არ უნდათ. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენთან ახალგაზრდობა აპოლიტიკურია, თუნდაც ჩემს შვილს საერთოდ ვერ გააგონებთ პოლიტიკას. არ დაიჯერებთ, მაგრამ ჩემი არც ერთი ტელეგამოსვლა არ უნახავს და არც ერთი ინტერვიუ არ წაუკითხავს. არადა, 1972 წლიდან ტელევიზიაში ვარ, ათასობით სტატია მაქვს გამოქვეყნებული, ასევეა მისი ყველა ამხანაგი, არ აინტერესებთ პოლიტიკა.

აქამდე არსებულმა პარტიებმა ვერ გააერთანეს გაბრაზებული ადამიანები. გაბრაზებული ქსენია დიასახლისის ქუჩაში გამოყვანა ძალიან ძნელია, ისინი არც არჩევნებზე წასვლით იკლავენ თავს. ყველა არჩევნებზე 60% სახლში რჩება. ახლა კი გაბრაზებული ადამიანების ახალი პოლიტიკური მოძრაობა არის მცდელობა. რაც მეტი იქნება ასეთი მცდელობა, მით უკეთესი, რადგან რომელიმე ცდა მაინც გაამართლებს. დღემდე არც ერთმა მცდელობამ არ გაამართლა და გაბრაზებული ადამიანები ვერავინ გამოიყვანა სამზარეულოდან. შეიძლება, ამათ მაინც გამოიყვანონ, ყოველ შემთხვევაში, უნდა სცადონ.

ხომ შეიძლება, ესეც ორთქლის გამოშვება იყოს და ხელისუფლებას აწყობდეს კიდეც ელექტორატისგან ორთქლის გამოშვება, რათა უფრო უარესი დესტაბილიზაცია არ მიიღოს?

- რასაკვირველია, მაგრამ „ოცნების“ საქმე წასულია. „ოცნებამ“ ჩიხში შეიყვანა თავი, რადგან მას უკვე აღარ შეუძლია, წააგოს არჩევნები. „ოცნებისთვის“ ახლა სადღაც ჩხოროწყუს გამგეობის დეპუტატის არჩევაც კი პრინციპულ საქმედ იქცა. ისინი ცდილობენ მიგვაჩვიონ, რომ მათი დამარცხება არ შეიძლება, რომ „ოცნებამ“ ყოველთვის უნდა გაიმარჯვოს. სადღაც რომ დამარცხდეს „ოცნება“, თუნდაც სვანეთის რომელიმე მიყრუებულ სოფელში, ეს პრეცედენტი იქნება.

thrgg@yahoo.com ოქრუაშვილი კრიმინალია და მისი ადგილი ჩვენს საზოგადოებაში არ არის, სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია. ისე რა დონის ნაძირალაა, ამან გადაუსწრო თავის ამფსონებს უკვე, თან სერიოზულად!!!
5 წლის უკან
tngh ბ-ნო სოსო!!! კალმახი ხარ, ნამდვილი... თანაც მთის მდინარის... ყველგან, რომ გაძვრება. უკვე იმ ასაკში ბრძანდებით, რომ დროა უფრო გახსნილად თქვათ თქვენი აზრები. ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ... "აქუ" მაინც ვერ გაიგებს თქვენს სათქმელს!!!
5 წლის უკან
tngh ბ-ნო სოსო!!! კალმახი ხარ, ნამდვილი... თანაც მთის მდინარის... ყველგან, რომ გაძვრება. უკვე იმ ასაკში ბრძანდებით, რომ დროა უფრო გახსნილად თქვათ თქვენი აზრები. ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ... "აქუ" მაინც ვერ გაიგებს თქვენს სათქმელს!!!
5 წლის უკან