ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი "მაგთიფიქსის“ აბონენტებისთვის მომსახურების შეწყვეტასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:
როგორც ჩემთვის ცნობილია მაგთიფიქსის სერვისით ძირითადად მაღალმთიან სოფლებში და ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ. შესაბამისად სერვისის შესაძლო გაუქმება ყოვლად დაუშვებელია. კომპანია, მითუმეტეს ისეთი დიდი ოპერატორი, როგორიც „მაგთიკომია", ვალდებულია გამოიჩინოს სამოქალაქო პასუხისმგებლობა და არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რაც პირდაპირ აზარალებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, განსაკუთრებით უსაფრთხოების ინტერესებს. სწორედ კომპანია უნდა იყოს მოწადინებული, რომ მის მიერ გადადგმული ნაბიჯებით, არცერთი მომხმარებელი არ დაზარალდეს და არ შეეზღუდება წვდომა სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე.
ამიტომ მსგავსი მასშტაბის ნაბიჯები კარგად უნდა იყოს შესაბამის უწყებებთან ერთად გაანალიზებული და უნდა გამოინახოს გამოსავალი, ან შეიქმნას ალტერნატივა, რომელიც თავიდან ააცილებს მოსახლეობას შესაძლო პრობლემებს.