თანამემამულენო, ჩვენი სამშობლო ისევ გზაგასაყარზეა

თანამემამულენო, ჩვენი სამშობლო ისევ გზაგასაყარზეა

თანამემამულენო, ჩვენი სამშობლო ისევ გზაგასაყარზეა - ამ სიტყვებით მიმართა საზოგადოებას გუბაზ სანიკიძემ ახალი პოლიტკური მოძრაობის - „გამარჯვებული საქართველოს პრეზენტაციაზე.

გუბაზ სანიკიძემ, სრულიად ოპოზიციურ სპექტრთან, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა დაანონსა და განაცხადა, რომ „აზიზობის დრო არ გვაქვს“.

მისი თქმით, ახალი გაერთიანება ითანამშრომლებს ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, რომელიც 2020 წელს გაყალებული არჩევნების შედეგებს ხელს არ მოაწერს და არ შეეგუება.

„დღეს ბატონობს სიცურე, სიძულვილი, დასმენა და პოლიტკური რასიზმი. სამშობლოს სიყვარულს არჩევენ ერთი ადამიანის მონობას, სახელმწიფო იმართება ერთი ადამიანის სურვილით და არა კანონით...

ჩვენ გთავაზობთ მეორე გზას, სადაც ხალხი დაპურდება, მოხუცებს ექნება სარჩო და დაფასება, სადა აზდაკი დაამარცხებს მურუსიძეს, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუბაზ სანიკიძემ ცოტა ხნის წინ დატოვა ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“, მანამდე ის „ქართული ოცნების“ კოალიციას წარმოადგენდა, სადაც სანიკიძე „ეროვნული ფორუმის“ კვოტით მოხვდა და 2012 წელს დეპუტატის მანდატიც მიიღო.

 

 

სოციალისტი კაი რა გუბაზ, კარგი რაა... რაფერ ქლათ გეიფარჩაკე თაააავიიიი?!
...ნეტავ რად მერგო ასეთი ბედი ყოველ წამს ვკარგო თითო იმედი...?
თავო ჩეეემოოო ბედი არ გიწერია....
6 წლის უკან