გუბაზ სანიკიძის პასუხი სოსო რობაქიძეს

გუბაზ სანიკიძის პასუხი სოსო რობაქიძეს

მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გუბაზ სანიკიძე ბუტა რობაქიძის მამას, სოსო რობაქიძეს პასუხობს.

როგორც მან სოსო რობაქიძის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, გადაწყვეტილებებს თავად იღებს, მიუხედავად რობაქიძის მიმართ პატივისცემისა.

"სოსოს პატივს ვცემ, მაგრამ ამის მიუხედავად, გადაწყვეტილებებს ჩვენ მივიღებთ. მას თუ რაიმე პრეტენზია აქვს, ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს მიმართოს“,- განაცხადა სანიკიძემ.

შეგახსენებთ, ახალი პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაციაზე სოსო რობაქიძე მივიდა და განაცხადა, რომ ოქრუაშვილის ადგილი არა პოლიტიკაში, არამედ ციხეშია. რობაქიძემ გუბაზ სანიკიძესაც მიმართა და სთხოვა, ოქრუაშვილის პოლიტიკურ მოძრაობას არ შეერთებოდა.

"გუბაზს ვთხოვ, დიდ პატივს ვცემდი, სირცხვილი იქნება თუ ამოყოფს  "ნაცების“ ოჯახში თავს, ისე როგორც შალვა შავგულიძე აღარც ადვოკატია, აღარც კაცი და აღარც პოლიტიკოსი", - განაცხადა სოსო რობაქიძემ.

სოციალისტი ბატონო სოსო, ჯიგარი ხარ!
6 წლის უკან