მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი ბუტა რობაქიძის მამას პასუხობს.
"სოსო რობაქიძეს თუ რაიმე პრეტენზია გააჩნია, მისი სამეგობროა დღეს სასამართლო, მისი სამეგობროა დღეს პროკურატურა, მისი სამეგობროა დღეს აღმასრულებელი ხელისუფლება და თავისი პრეტენზიები შეუძლია დააფიქსიროს იქ. ან, თუ რამე უშუალო საუბარი უნდა ჩემთან, იცის სად და როგორ უნდა მომძებნოს. ტრაგიზმით მოცული ისტორიაა და შესაბამისად, ოჯახიც ძალიან დაზარებულია. სიტყვებს სწორად ვარჩევ, არ გადავიდე გარკვეულ ზღვარს, მაგრამ რაღაცებს საზღვარი აქვს”, - აცხადებს ოქრუაშვილი.
შეგახსენებთ, დღეს სოსო რობაქიძე ახალი მოძრაობის დაფუძნებაზე მივიდა და განაცხადა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის ადგილი არის ციხეში.
"კრიმინალები მოდიან პოლიტიკაში საქართველოში. კაცი არის მატყუარა. ეგ კაცი პოლიტიკაში როგორ უნდა მოვიდეს? ეგ წავა ციხეში! სამოქმედო გეგმაზე გავაკეთებ განცხადებას მომავალ კვირაში", - განაცხადა სოსო რობაქიძემ "შერატონ მეტეხი პალასში“, სადაც ახალი პოლიტიკური მოძრაობა დაფუძნდა.