ჩვენი მთავარი მტერი არის ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ოლიგარქების დრო წავიდა

ჩვენი მთავარი მტერი არის ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ოლიგარქების დრო წავიდა

ახალი პოლიტიკური მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს“  ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კოტე კემულარიამ მოძრაობის პრეზენტაციაზე ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო დამოუკიდებლობის დაკარგვის  წინაშე დგას. 

ამასთან, როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, “ქართული ოცნების“ ხელისუფლება ქვეყანას დიდ საფრთხეს უქმნის.

“ძვირფასო თანამოქალაქენო, ხიფათი მარტო გარედან არ მოდის. დღეს საფრთხეს გვიქმნის საკუთარი ხელისუფლება. ბიძინა ივანიშვილი 7 წელია გვინიშნავს პრემიერებს, ხსნის, მართავს  სუს-ს, პროკურატურას, პოლიციას, სასამართლოს უნიშნავს ე.წ. ლიდერს, მაგრამ თან გვეუბენება, რომ არ ვაგებ პასუხს ქვეყანაში არსებულ სიღარიბეზე, ეკონომიკის მოშლაზე, რომ პატარები შიმშილობენ, რომ ჩვენი ოქროს თაობა გარბის ქვეყნიდან, შვილებთან ერთად და სხვა ქვეყნებში ეძებს გადარჩენის გზას.

მან არ იცის, რომ ქართველი ხალხი მას აუცილებად მოთხოვს პასუხს მთავარზე - რომ ქვეყანას  დააკარგინა ფუნქცია, ისტორიულად  თითქმის ყოველთვის საქართველო იყო ლიდერი კავკასიაში და რეგონში. დამოუკიდებლობის შემდგომ სამართლიანად, საქართველომ ეს ფუნქცია შეინარჩუნა და განავითარა კიდეც.

ახლა ეს სამწუხაროდ, ასე აღარ არის. ფუნქციადაკარგული სახელმწიფო კი -  სუსტდება და ადვილად ხელიმისაწვდომი ხდება მტრისთვის. ჩვენ გვემუქრება დამოუკიდბელობის დაკარგვა, არაფერს ვაჭარბებ. ყველა  სპეციალისტმა იცის, რომ ძალიან ცუდ დღეში ვართ. ყველაზე მეტად სახიფათო ქვეყნის მხრიდან და ეს არის რუსეთი. ვინმეს ახსოვს 7 წლის განმავლობაში ან გამოძებული ან დაკავებული საქართველოში?! - არავის. უნდა გამოვფხიზლდეთ“, - განაცხადა კემულარიამ.

მისივე თქმით, ქვეყნის მთავარი მტერი ბიძინა ივანიშვილია

"ჩვენი მთავარი მტერი არის ბიძინა ივანიშვილია, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ოლიგარქების დრო წავიდა. უკრაინაში დაამარცხეს ის, ვისაც 17 მილიარდი დოლარი და გაცილებით მეტი ჰქონდა", - განაცხადა კოტე კემულარიამ.

შეგახსენებთ, დღეს მოძრაობა "გამარჯვებული საქართველო" დაფუძნდა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, ახალი პარტიის წევრები იქნებიან: გუბაზ სანიკიძე, კოტე კემულარია, ვალერი გელბახიანი, ლელა ჯეჯელავა, ვახო გოძიაშვილი, გოჩა მამაცაშვილი, გურამ ჩალაგაშვილი, მიხეილ კაჭკაჭიშვილი და ა.შ.

მოძრაობა "გამარჯვებული საქართველოს" ყრილობა ოქტომბერში ჩატარდება.

უ ც ხ ო :
ახლა, ამათ თუ თაკო ჩარკვიანის პარტიასაც დავუმატებთ, ის დროა, უკვე თვითმფრინავს ქოქავდეს ბიძინა!
6 წლის უკან