ქუთაისში სამი კვირის განმავლობაში გაფიცულნი იყვნენ სამარშრუტო ტაქსის მძღოლები.
ისინი ქალაქის მერიისაგან მოითხოვდნენ მგზავრობის ღირებულების გაზრდას 10-დან 35 თეთრამდე.
ქალაქის მერიამ მათ მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა.
სამარშრუტო ტაქსებმა განაახლეს მუშაობა. მგზავრობის ღირებულება კვლავ 10 თეთრია.