ირაკლი ოქრუაშვილი ქართულ პოლიტიკაში ბედს მესამედ ცდის. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამჯერად პოლიტიკურ მოძრაობა – „გამარჯვებულ საქართველოს“ აფუძნებს. ახალ მოძრაობაში გაწევრიანება შეეძლება ყველას, ვინც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის წინააღმდეგია. როგორც ოქრუაშვილი ამბობს, მოძრაობას ახალ სახეებთან ერთად ბევრი ძველი და საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი პოლიტიკოსიც შეუერთდება. პრეზენტაციამდე დეტალურ გეგმებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ მოძრაობის მიზანი, ხელისუფლების შეცვლა იქნება.
„მე, ისევე როგორც დაახლოებით მილიონამდე ადამიანი, რომლებმაც არჩევნებში ხმა ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მისცა, იძულებული ვარ ეს ნაბიჯი გადავდგა იმისთვის, რომ ქვეყანაში უკეთესობისკენ წავიდეს ყველაფერი. სიტყვა მესამე ძალა, გვაქვს თუ არა ჩვენ ამის ამბიცია - ბევრი კითხულობს ამას - ხალხი გადაწყვეტს. ძალიან ბევრი არანაკლები სიმძიმის კატაკლიზმები გადაუტანია ამ ქვეყანას და ივანიშვილი არ არის გამონაკლისი. იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსაო, ნათქვამია“, – ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი.
ირაკლი ოქრუაშვილის ახალი მოძრაობის პრეზენტაცია დღეს გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ ოქრუაშვილის პოლიტიკურ მოძრაობაში იქნებიან კოტე კემულარია და გუბაზ სანიკიძე, რომელმაც ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“ დატოვა და ახლა ოქრუაშვილის პარტიაში გადაბარგდა. როგორც გუბაზ სანიკიძე ამბობს, მოძრაობის შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ყველამ გააცნობიერა, რომ ივანიშვილი ქვეყნის პოლიტიკური მტერია და ისტორიული სუბიექტის სტატუსსაც კი საფრთხეს უქმნის.
„ბიძინა ივანიშვილი არის მტერი ჩემი სამშობლოსი. პირდაპირი გაგებით ის არის პოლიტიკური მტერი, ის ანგრევს სახელმწიფოს. როგორ ჩატარდება 2020–ში არჩევნები ამას ჩვენ არ ვწყვეტთ, ამას წყვეტს ერთი კაცი – ბიძინა ივანიშვილი, ის აირჩევს როგორ აპირებს წასვლას. აპირებს მშვიდობიან წასვლას, რაც უკრაინაში მოხდა, თუ მოუწევს სომხეთის ვარიანტი. ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს ბოლო ბელადი ჩვენს ისტორიაში“, – ამბობს გუბაზ სანიკიძე.
„როგორ დასრულდება ეს ყველაფერი, ამას ყველა ერთად ვნახავთ ოქტომბერში“, – ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის მომავალ პოლიტიკურ კარიერას.
„ყოველდღე ახალი პარტია იქმნება. 450 პარტიაა შექმნილი საქართველოში. მომავალ არჩევნებამდე ალბათ, მათი რიცხვი 500–მდე გაიზრდება. ამ ახალ 50 პარტიას, ჯამში, ალბათ, შეეძლება დაახლოებით, 1%–ის დაგროვება. ეს არის დღევანდელი ტენდენცია.საბოლოო ჯამში, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი, ამას ყველა ერთად ვნახავთ ოქტომბერში, როდესაც ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ნაციონალურ მოძრაობასთან“ მჭიდრო ურთიერთობის გამო, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ოქრუაშვილის რეიტინგს აღმასვლა გაუჭირდება. როგორც საყვარელიძე აცხადებს, მესამე ძალაზე საკმაოდ დიდი კონკურსია, თუმცა მოსახელობისთვის გადამწყვეტია, როგორი იქნება ეს მესამე ძალა.
„მესამე ძალაზე ისეთი კონკურსია, უმაღლესი სასწავლებლის გამოცდებს შეშურდება. ყველა კონკურსანტს ელოდება სერიოზული გამოცდა სწორედ იმ მხრივ, რომ მათ კარგად გაითავისონ მოსახლეობის განწყობილებები. მოსახლეობას მესამე ძალა უნდა, ოღონდ ეს მესამე როგორი იქნება სწორედ ამას აქვს მნიშვნელობა. ახლაც უამრავი პარტიია, მაგრამ რეიტინგი არ აქვთ. ყველა პარტიას მოუწევს სწავლა, რომ არ გაიმეორონ ის შეცდომები, რაც ურეიტინგო პარტიებს აქვთ.
არ ვიცი, ოქრუაშვილი როგორი პლატფორმით შემოდის, მაგრამ მას აქვს ერთი მომენტი, რის გამოც მის რეიტინგს აღმასვლა გაუჭირდება და ეს არის „ნაციონალებთან“ მჭიდრო ურთიერთობა. მთაწმინდის არჩევნებმაც გვიჩვენა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებული, ამ შემთხვევაში „ევროპული საქართველოც“ კი, დაბლა წევს კანდიდატის რეიტინგს. ჯერჯერობით ეს სირთულე არსებობს ოქრუაშვილთანაც“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოსის დავით ზარდიაშვილის შეფასებით, ირაკლი ოქრუაშვილს პოლიტიკური წონა არ გააჩნია, მისი რეპუტაცია იმდენად დანგრეულია იმ ცნობილი ამბების შემდეგ, რაც მას თავს გადახდა, რომ დაუჯერებელია მისგან რამეს ელოდოს ამომრჩეველი.
„პირდაპირ გეტყვით, რომ არ შეიძლება ოქრუაშვილი იყოს მესამე პოლიტიკური ძალა, ეს შემიძლია პირდაპირ ვთქვა. ირაკლი ოქრუაშვილი არის ძველი, მაგრამ კარგად დავიწყებული ძველი არ არის, იმის გამო, რაც მას აქვს ჩადენილი, ის დავიწყებას არ ეძლევა. ირაკლი ოქრუაშვილისგან რას უნდა ელოდოს ამომრჩეველი? – არ მგონია რამე პერსპექტივა ჰქონდეს მას და მის პარტიას“, – აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.
მაგალითად: 1. 1988 წლის მონაცემებით, ჩაის კულტურით დაკავებული იყო 18,2 ათასი ჰა, იგი ძირითადად წარმოდგენილი იყო მექანზებული მეურნეობების სახით და კოლმეურნეობებში. ვერტიკალური ზონალობის მიხედვით ამ კულტურის გავრცელების ზღვარი 850 მეტრია ზღვის დონიდან, პლანტაციები გაშენებული იყო როგორც შპალერული, ისე ჭადრაკული წესით.
საუკეთესო წლებში საქართველოში აწარმობდნენ 582 ათას ტონა ხარისხოვან ჩაის ფოთოლს, რაც მზა პროდუქციაში 145 ათას ტონა ხმელ ჩაის იძლეოდა. მოსავლიანობა ერთ-ერთი მაღალი იყო მსოფლიოში და 10 ტონას აჭარბებდა, თუმცა სავეგეტაციო პერიოდი (ინდოეთის, ჩინეთის და შრილანკის და ზოგიერთი ქვეყნებისაგან განსხვავებით) გაცილებით მოკლეა და 6 თვეს არ აღემატება. მეჩაიეობაში იყენებდნენ სამამულო აგროტექნიკას და მეცნიერბის უახლოეს მიღწევებს, ძირითადად გავრცელებული იყო მაღალყლორტიანი ახალი ქართული ჩაის ჯიში, გამოყვანილი ქართველი სელექციონერების მიერ (ქ. ბახტაძე). ქართული ჩაი თავისი არომატით და გემოვნებითი თვისებებით მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლებოდა. იგი გამარჯვებულია საერთაშორისო დეგუსტაციებსა და აუქციონებში, თუმცა ბოლო დროს ქართული ჩაის პრესტიჟი, ხარისხის გაუარესების გამო მნიშვნელოვნად დაეცა. 1991 წლიდან დაიწყო ჩაის პლანტაციების გაჩანაგება, მას ნაკლებად შეეხო პრივატიზაცია, არ საღდებოდა დამზადებული პროდუქცია, რამაც დარგი გადახდისუუნარო გახადა, ამას მოჰყვა გლეხობის დაინტერესბის შემცირება აღნიშნული კულტურისადმი. ბოლო წლების განმავლობაში პლანტაციათა უმრავლესობაზე არ ჩატარებულა აგროტექნიკით გათვალისწინებული სამუშაოები, მოიშალა სანერგე ბაზა, მწყობრიდან გამოვიდა სპეციალური ტექნიკა, სარემონტო სამუშაოების ჩატარებას მოითხოვს ჩაის ფაბრიკები, რომელთა რაოდენობაც 88-ს აღწევდა. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მკვეთრად შეამცირა ჩაის ფოთლის დამზადება. თუ 1988 წელს წარმოებულ იქნა 582 ათასი ტონა ჩაის ნედლეული, 2008 წლისათვის აღნიშნულმა მაჩვენებელმა 5,4 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1988 წლის მაჩვენებლის 0,009%-ია. ამჟამად მიმდინარეობს ორგანიზაციული ხასიათის ღონისძიებებს გატარება მდგომარეობის გამოსასწორებლად. უშუალოდ მწარმოებელ რეგიონებში იქმნება სააქციო საზოგადოებები, მასიური ხასიათი მიიღო არა მარტო ჩაის ფაბრიკების, არამედ ჩაის პლანტაციების პრივატიზაციამ, უკვე გაჩნდა საზღვარგარეთის ფირმებთან ერთობლივი საწარმოების შექმნის პერსპექტივები. ქვეყანა ატარებს რადიკალურ ღონისძიებებს, რათა უმოკლეს ვადაში მეჩაიეობა კვლავინდებურად ერთ-ერთი შემოსავლიანი და მაღალრენტაბელური დარგი გახდეს.
ახლა, ყველაფერს ბიძინა გააკეთებსო ხომ ამბობდით...
აცალეთ! სხვი კრიტიკა ადვილი საქმეა.
მარა, მამალი ნაცივით ღრამატიკაზე (გრამატიკაა ვიცი!) რომ გადადი (გურული წარმოშობის ხოხობმა იცის აქ მასე, კუსავით ფეხის გამოყოფა), ეგ რისი ნიშანია თუ იცი?
საქმეს, ან თავად აკეთებ და იცი,რას აკეთებ...
ან, სხვა აკეთებს და შენ, ხმაგაკმენდილმა უნდა უცქირო!
ასეა ეს!
p.s. ნელ-ნელა ივანიშვილის ფანი ვხვდები!!!
ფიონა გოგოვ " რაც მამამ საპრანგეთში ცაგიღო"... იმერული სულ აღარ გეკერკება და ნელნელა ..."კარტული სულ დაგავიწკდა?"... ხომ კი?!
გამოცნობაც დაგვიწყებია შენ არ მეისპე.
საიდან მოთხარე ჩემი გურულობა? მე არ მითქვამს და დამიწერია და შენ კარტი გაშალე, თუ ყავის ჭიქაში დაინახე? იმერელი ვარ სერაპიონა, კოლხეთის დაბლობზე რაჭიდან ჩამსული.
რაჭველი რო დაგეწერა , კიდევ ხო, ჩემი წინაპარი რაჭიდან წამოვიდა,მაგრამ გურული? :)
მჩხიბავობას დაანებე თავი, რო არ გამოგდის მითუმეტეს. ეშმაკის მოგონილია მაგი.