ბიძინა ივანიშვილი ბოდბეში ჩავიდა

ბიძინა ივანიშვილი ბოდბეში ჩავიდა

„ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ბოდბეში, წმინდა ნინოს მონასტერში ჩავიდა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II მღვდელმთავრებთან ერთად ახალ ტაძარს აკურთხებს.

ბიძინა ივანიშვილი ბოდბეში ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ჩავიდა. ამასთან ახალი ტაძრის კურთხევას დილიდან ესწრება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.