გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი და მოძრაობა - "სახელმწიფო ხალხისთვის" თავმჯდომარე ნიკოლოზ მაჭუტაძე ცხენიდან გადმოვარდა.
"ვჯირითობდი და გადმოვვარდი ცხენიდან", - აღნიშნა ნიკა გვარამიას facebook live-ში მაჭუტაძემ.
ცხენიდან გადმოვარდნის შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს სამედიცინო ჩარევა დასჭირდა. პოლიტიკოსს ხელი თაბაშირით დაუფიქსირეს.