ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში არჩევნების მეორე ტურს ეხმაურება:
დღეს მთაწმინდის ოლქში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ვის ვინ უფრო მოწონს "პოლიტიკური გემოვნების" საკითხია და შესაბამისად, თუ ვინ გაიმარჯვებს ამას საბოლოოდ ამომრჩეველი გადაწყვეტს. მაგრამ მთავარი და საყურადრებო ჩემთვის მაინც ის იყო, რომ კანდიდატებს შორის ოპონირება ცივილურად და კულტურულად მიმდინარეობდა. ამის მიზეზი კი ორი მარტივი რამ აღმოჩნდა- პირველი: ქვეყანა ნელნელა, ნაბიჯნაბიჯ მაგრამ მაინც მიიწევს ევროპული ღირებულებებისკენ. და მეორე: აშკარად ჩანს რომ ნაციონალების არ ყოფნამ ამ არჩევნებში მშვიდი და ნორმალური სურათი წარმოაჩინა. არადა, რომ ყოფილიყვნენ იქნებოდა ერთი კივილ წივილი: შევარდეთ, შემოვარდეთ, გადავკეტოთ, ხმალი ავიღოთ და ასე შემდეგ...