თბილისში მოსული ძლიერი წვიმის გამო დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა შეიზღუდა. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ავტომობილით გადაადგილება დროებით შეზღუდულია გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით - მდინარე ვერეს ხეობაში.
ამ დროისთვის, თბილისის მასშტაბით, საგანგებო სიტუაციების სამსახურში 25-ზე მეტი შეტყობინებაა შესული. შეტყობინებების უმრავლესობა დიდუბე-ჩუღურეთისა და ვაკე-საბურთალოს უბნებს უკავშირდება.
ყველა გამოძახების ადგილზე გასულია სამაშველო ჯგუფები და მიმდინარეობს სამუშაოები.