"გამოცოცხლდნენ ანტიქართული მტრული ძალები მეზობელ სომხეთშიც“

“ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მთავრობამ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანი საქართველოში მოიწვია და შეხვედრის დეტალები გაასაიდუმლოვა.

მისივე თქმით, რა ტიპის გარიგება შედგა ქართულ და სომხურ მხარეებს  შორის უცნობია.

"გამოცოცხლდნენ ანტიქართული მტრული ძალები მეზობელ სომხეთშიც. რისი დასტურიც არის ამ დღეებში ჩატარებული ე.წ. ტელემარათონი ერევანსა და კალიფორნიაში ჯავახეთის კულტურულ აღორძინებაზე.

კარგად გამოიბერტყოს ყური, ეს ვისაც ეხება, უპირველესად საქართველოს მთავრობა რომ ჰქვია, რომელმაც ამ დღეებში მოიწვია სომხეთის ახლადარჩეული პრემიერი პაშინიანი თბილისში და ვიზიტი გაასაიდუმლოვა სრულიად. რაზე მოილაპარაკეს, რა გარიგება შედგა, რის გაჩუქებას აპირებენ, რის მითვისებას აპირებენ კიდევ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის წამალი არის ხელისუფლების ძალიან სწრაფი შეცვლა“,- განაცხადა ნათელაშვილმა.