"ადგილი ჰქონდა პროცესის დისკრედიტაციის მცდელობას“

"ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე უზენაესი სასამართლოს 144-კაციან სიას ეხმაურება და აცხადებს, რომ უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეობის მსურველთა ვინაობის გასაჯაროვებამდე, ადგილი პროცესის დისკრედიტაციის მცდელობას ჰქონდა.

"წინასწარ იყო მცდელობები ამ პროცესის დისკრედიტაციის, ასახელებენ კონკრეტულ გვარებს. პროგნოზები და წინასწარმეტყველებები იყო, რომ მოხვდება მაინც ამ სიაში ეს ადამიანი, ის ადამიანი. როგორც ნახეთ, შემდეგში იგივე ადამიანებმა თქვეს, რომ ზუსტად ჩვენი დამსახურება არისო, რომ ეს გვარები სიაში აღარ მოხვდნენო.  თუ ვისი დამსახურებაა, ამას საზოგადოება კარგად შეაფასებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.