"მცირე წინსვლა რაშიც გვქონდა, რომ პროცედურები ოდნავ უფრო გაიწერა. ჩვენ, როგორც დემოკრატიული ოპოზიცია, ბოლომდე გამოვიყენებთ ამას და უმძიმესი პოლიტიკური ფასი დაუჯდებათ ხელისუფლებას და ივანიშვილის გუნდს თუ ერთბაშად, უზენაესი სასამართლოს შევსებას შეეცდებიან ახლა“, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ სასამართლო სისტემის სრული დამორჩილება სურს.
"ამ ხალხს აინტერესებს არა შეცვლა იმისი, რაც პრობლემა იყო ყოველთვის დამოუკიდებელ საქართველოში და წინა ხელისუფლების დროსაც, რეალური დამოუკიდებელი სასამართლოსი, არამედ უბრალოდ სურთ, რომ ეს გუნდი მოემსახუროს მათ, მაშინ როცა ისინი ბოლომდე შეკრულები არიან ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფცია ყვავის მათ გუნდში,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.