ანაკლიის პორტის დასამარების ბოლო ეტაპი დაიწყო

ანაკლიის პორტის დასამარების ბოლო ეტაპი დაიწყო

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძის განცხადებით,  ანაკლიის პორტის დასამარების ასპარეზზე ღიად გამოვიდა ფოთის პორტის მფლობელი ”ეი პი ემ ტერმინალსი” თავისი ჩახლართული, მათ შორის, რუსული ინტერესებით.

“დაიწყო ანაკლიის პორტის დასამარების ბოლო ეტაპი. ასპარეზზე ღიად გამოვიდა ფოთის პორტის მფლობელი ”ეი პი ემ ტერმინალსი” თავისი ჩახლართული, მათ შორის რუსული ინტერესებით. დაიწყო პოლიტიკოსების, მედიის, არასამთავრობოების მოსყიდვა. ზოგი ენთუზიასტ ლობისტად გაასაღებს თავს, ზოგიც ოფიციალურად. მოხდება ღია დარტყმა ანაკლიაზე, რასაც აქამდე ვერ ბედავდნენ და ნიანგის ცრემლების ღვრა ”ფოთმა რა დააშავას” სტილში. ამის უკან საქართველოს ხელისუფლება დგას. საქართველოს ხელისუფლება კი ივანიშვილია” წერს რომან გოცირიძე სოციალარ ქსელში.

სოციალისტი შენ დემაგოგოგ კეთილებს გადურბინა გავეშებულმა მიშამ!
6 წლის უკან
thrgg@yahoo.com ეს ჩმორი ესა!!!...
6 წლის უკან