საქართველოს პრეზიდენტმა ახალი მისია იკისრა - სალომე ზურაბიშვილმა „რეკლამისტობა“ გადაწყვიტა და ამის შესახებ მან თავად განაცხადა.
„ჩემი განწყობაა, რო ამ რრეგიონს აქვს პოტენციალი და მე მგონი, ძალიან მიმზიდველი ტურიზმებისთვის. მე ვთვლი, რომ ნებისმიერირ ჩემი გასვლა, ჩემი ვიზიტი უცხოეთში, ჩემი აქ ჩამოსვლა ასევე, არის, ერთ-ერთი ფორმა რეკლამის. მე ვთვლი, რომ ვარ ძალიან კარგი რეკლამისტი“, - ეს განცხადება ზურაბიშვილმა ამბროლაურში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამართულ „მდგრადი განვითარების მიზნების ფესტივალზე“ გააკეთა