ბიჭი, რომელსაც 1 წლის წინ კახი კალაძემ მზიურში ჯიხური გადასცა, მეტროში მათხოვრობს

ბიჭი, რომელსაც 1 წლის წინ კახი კალაძემ მზიურში ჯიხური გადასცა, მეტროში მათხოვრობს

გიგი ანთაძე  საზოგადოებას კარგად ახსოვს. 15 წლის ბიჭი  რუსთაველის გამზირზე ნივთებს ყიდდა. ქალაქის მერმა კახი კალაძემ 1 წლის წინ მას მზიურის ტერიტორიაზე ჯიხური გადასცა, სადაც მოზარდმა  წვენების გაყიდვა დაიწყო. მალევე „გიგის წვენების" ჯიხური გაძარცვეს. მოიპარეს თანხა და წვენსაწური.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომლის მიხედვითაც პატარა ბიზნესმენი დღეს მეტროში მოწყალებას ითხოვს.

"მისი პატარა ბიზნესი რომელსაც მისთვის შემოსავალი მოჰქონდა, "კეთილმა" მერმა ისეთ ადგილას გადაუტანა პერსპექტივა რომ არ ექნებოდა. მერე გაუქურდეს კიდეც "მოხერხებულებმა", ესეც იმაზე მეტყველებს რომ იქ არაფერია დაცული, გუშინ კი მეტროში ის მოწყალებას ითხოვდა, მოძრავ მატარებელში ისე უჭირდა გადაადგილება .

მგზავრების ნახევარი მის დასახმარებლად ვმობილიზდით, ზოგი ფულს ვკრეფდით რომელიც მუდმივად ძირს უცვიოდა, ზოგი ჯოხს, ზოგს ის თავად ეჭირა რომ არ წაქცეულიყო. ყველამ იცნო და ასე ერთად ხელგაშლილი ამდენი ხალხი აღარ მინახავს. ჩემი ძმისთვის ვაგროვებ ფულსო.

რადიო და ჩანთა ჰქონდა ცოტას გაგართობთო რადიო ჩართო. მისი გასვლის შემდეგ ერთი გოგონა სახეს მალავდა, მაგრამ დავინახე ჩანთაში სადაც ხელსახოცს ეძებდა ცრემლები ჩაუცვივდა. მისი ვითომ ხელისშეწყობა ასე დიდი ზარზეიმით აღნიშნა კახი კალაძემ"-წერს სოციალურ ქსელში პირი, რომელიც ბიჭის ფოტოებს ავრცელებს.

სოციალისტი მაგარი უნობა საერთოდ მოშლილი გვაქვს! კალაძეს მეტი რა უნდა გაეკეთებინა, აღჭურვილი ჯიხური აჩქუა! მერე სხვისმა შვილებმა, სხვა მოქალაქეებმა, იმათმა მეზობლებმა, ნათესავ-მოყვრებმა, მოკლედ საზოგადოების სხვა წევრებმა, რომლებმაც კარგად იცოდნენ ვის ასაზრდოებდა ეს ჯიხური, ხეიბარ ბავშვს ჯიხური გაუძარცვეს, მოპარეს ნაჩუქარი წვენსაწური და გააფუჭეს ის რაც კალაძემ და მერიამ გაუკეთა ! მოიკითხეთ, საკუთარ თავს მოჰკითხეთ რატომ ხართ ასეთ წამხდრები, რომ სხვას გაკეთებულ სიკეთეს უწუნებთ და თითონ იმ სკეთეზე მოისაქმეთ??!!
6 წლის უკან
სოციალისტი მაგარი უზნეობაა - ასე იწყება. კომენტარის დადება პრობლემა შეიქმნა. ჩანს მარტო ის ხაზი რომელზეც იწერება, მთლიან ტექსტს ვხედავ მხოლოდ გაგზავნის შემდეგ
6 წლის უკან