კომუნისტებსაც ახალი ადამიანი გამოჰყავდათ და „გამოიყვანეს“ კიდეც

კომუნისტებსაც ახალი ადამიანი გამოჰყავდათ და „გამოიყვანეს“ კიდეც

ნანა დევდარიანის პრესკლუბი გუშინ მოქალაქეთა კავშირის გენერალურ მდივანს მასპინძლობდა.

ამიტომ, მოქკავშირის ნაღები „ვერხუშკა“ (პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის გამოკლებით) „გენსეკის“ „საბალეშჩიკოდ“ პრესკლუბს ეწვია.

ნათქვამია, „Началство не опаздывает, а задерживается“-ო და მცირეოდენი „ზადერჟკის“ შემდეგ დევდარიანი და მაჭავარიანი „კოკა-კოლით“ და „ფანტით“ (თუმცა ვერაფერი მოიგო) გაწყობილ მაგიდას მიუსხდნენ. მაჭავარიანმა „კოკა-კოლა“ ჯერ დევდარიანს დაუსხა, შემდეგ თვითონ დაისხა, მოსვა და მოქალაქეთა კავშირის დანიშნულებაზე საუბრით განგვანათლა.

„გაცილებით ძნელია მმართველი პარტიის გენერალური მდივნობა, ვიდრე ოპოზიციონერის“, - ჩაეცინა მაჭავარიანს და დაამატა: „ჩვენ მომავლის პარტია ვართ. დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რადგან ეს ედუარდ შევარდნაძის პარტიაა. მოქალაქეთა კავშირი ედუარდ შევარდნაძეა“, - დააკონკრეტა მან და მომავლის კონტურები მოხაზა: „ჩვენი მიზანი ახალი ადამიანის გამოყვანაა“, - გაგვანდო მაჭავარიანმა მოქკავშირელთა მთავარი საიდუმლო.

ისე, ცოტა გვაცალეთ და თუ ეკონომიკა აღორძინდება, მილიონ სამუშაო ადგილსაც წინ არაფერი დაუდგება“, - დაგვარწმუნა გენსეკმა.