იეღოველების შეკრება ქორწილს შეადარეს

იეღოველების შეკრება ქორწილს შეადარეს

მარნეულში 16 სექტემბერს იეღოვას მოწმეთა კავშირის წევრები საშემოდგომო კონგრესის ჩატარებას აპირებენ.

იეღოვას მოწმეთა კავშირის გამგეობის წევრის, ბადრი გუდაძის განცხადებით, კონგრესის ჩატარების თაობაზე მათ უკვე გაუგზავნეს შეტყობინება მარნეულის ხელმძღვანელობას, რათა ზუგდიდის ინციდენტი აქაც არ განმეორდეს.

მისი თქმით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არც პოლიციას და არც ადგილობრივ ხელმძღვანელობას უფლება არა აქვთ, მათ თავშეყრა აუკრძალონ, ვინაიდან ეს იგივეა, რომ ვინმეს ქორწილის გადახდის ნება არ დართონ.