თბილისის ფილარმონიასთან,მელიქიშვილის ქუჩის მხარეს მდებარე სკვერში თბილისობის დღესასწაულზე გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, გოგი ცაბაძის ძეგლი დაიდგმება.
სკულპტურაზე მოქანდაკე გიორგი წულაძე მუშაობს.
ძეგლი ბრინჯაოში ჩამოისხმება, მისი ღირებულება 30 ათასი ლარია.
ძეგლის გახსნა დაემთხვევა ყველასათვის საყვარელი კომპოზიტორის დაბადებიდან 75 წლის საიუბილეო დღეებს.