ოჰაიოს შტატში საშუალო სკოლა სასწავლო წლის დასრულებამდე ხელისუფლებამ დახურა, მიზეზი კი სკოლაში აღმოჩენილი რადიოაქტიური ქიმიური ნივთიერებებია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ოფიციალური უწყებების განცხადებით, სკოლასთან ახლოს ტერიტორიაზე ჰაერის მონიტორინგის შედეგად გამდიდრებული ურანისა და ნეპტუნიუმი-237 დაფიქსირდა.
სკოლაში 300-ზე მეტი მოსწავლე და ადმინისტრაციის 25 თანამშრომელი ირიცხება. სკოლას ყველაზე ახლოს მდებარე ატომური სადგური 2001 წელს დაიხურა.