ნიუ-იორკის მერს პრეზიდენტობა სურს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC-ი იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბილ დე ბლაზიომ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვის გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
პირველ წინასაარჩევნო შეხვედრებს ის მეუღლესთან ერთად სამხრეთ კაროლინასა და აიოვაში გამართავს.
საპრეზიდენტო არჩევნები შეერთებულ შტატებში 2020 წელს გაიმართება.