ბასკური სეპარატისტული დაჯგუფება ETA-ს ლიდერი 17 წლის ძებნის შემდეგ საფრანგეთის ალპებში დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ფრანგმა და ესპანელმა პოლიციელებმა ჯოსუ ტერნერა, რომლის ნამდვილი სახელია ხოსე ანტონიო არუტიკეჩეა ალპებში სალანჩეს კურორტზე დააკავეს.
ETA დაახლოებით 40 წლის განმავლობაში სასტიკად იბრძოდა ბასკეთის დამოუკიდებლობისთვის. 2018 წელს მათ განაცხადეს, რომ არსებობას წყვეტდნენ. დაჯგუფებამ დაახლოებით 800 ადამიანი მოკლა.