ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ დაძაბულობის მიუხედავად აშშ-სთან ომი არ იქნება.
სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას ხამენეიმ აღნიშნა, რომ ირანი ბირთვულ პროგრამაზე აშშ-სთან მოლაპარაკებას არ აპირებს.
„ომი არ იქნება. ირანელმა ხალხმა წინააღმდეგობრივი გზა აირჩია“, - თქვა ხამენეიმ.
ირანის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის განცხადებით, საერთაშორისო სანქციების გამო ქვეყანა უპრეცედენტო ზეწოლის წინაშეა.
ევროპული ქვეყნები ირანს შეთანხმების პატივისცემისკენ მოუწოდებენ. ერთობლივი განცხადება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ და საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაავრცელეს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში პატრიოტის ტიპის სარაკეტო სისტემა და ხომალდი ირანთან ურთიერთობების დაძაბვის პარალელურად გაგზავნა.