საფრანგეთში სერვისებით უკმაყოფილო ტაქსის მძღოლებმა გაფიცვა მოაწყვეს და ნიცის აეროპორტის ბლოკირება მოახდინეს. ინფორმაციას France 24 ავრცელებს.
ტაქსის მძღოლების პროტესტის გამო, ფილმის შექმნელები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ კანის კინოფესტივალამდე მიღწევას.
ტაქსის მძღოლების კავშირის ხელმძღვანელის თქმით, პროტესტი შეწყვიტეს, თუმცა გაგრძელდება პარასკევს, თუ ხელისუფლება შეზღუდვებს არ დაუწესებს მათ კონკურენტ ტრანსპორტის საშუალებებს.
ტაქსის მძღოლები ამბობენ, რომ მათთვის მოულოდნელი შემოწმებების სერიას გადიან, რაც დაქირავებული, კერძო მძღოლებისგან განსხვავებით, დიდი გამოწვევის წინაშე აყენებთ.ტაქსის მძღოლების გაფიცვამ ნიცის აეროპორტში კანის კინოფესტივალის მონაწილეები შეაფერხა.