პუტინი პომპეოს: ვგრძნობ რომ ტრამპს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურს

პუტინი პომპეოს: ვგრძნობ რომ ტრამპს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გამოსწორება სურს. ამის შესახებ პუტინმა სოჭში მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს მოლაპარაკების დაწყებამდე უთხრა. 

პუტინმა თქვა, რომ რუსეთი არასდროს ჩარეულა აშშ-ის არჩევნებში.

პუტინთან შეხვედრამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს შეხვდა და უთხრა, რომ აშშ არ მოითმენდა 2020 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევას, რაც სერიოზულად დააზიანებდა ისედაც გაფუჭებულ ურთიერთობებს.