კიევის რაიონულმა სასამართლომ ქვეყნის ახალარჩეული პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არჩევნებზე უკანონო აგიტაციაში დამნაშავედ ცნო და 850 გრივნით (32$) დააჯარიმა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
21 აპრილს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს ზელენსკიმ ჟურნალისტებს მის მიერ შევსებული საარჩევნო ბიულეტენი აჩვენა. ამის გამო კი პოლიციამ ადმინისტრაციული პროტოკოლი შეავსო.
უკრაინის ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 30 აპრილს გამოაცხადა. 21 აპრილის არჩევნებში ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა, რომელმაც ხმათა 73,22%, მისმა მეტოქემ პეტრო პოროშენკომ კი ხმათა 24,45% მიიღო.