ირანში ბრიტანეთის ჯაშუშობისთვის ირანის მოქალაქე დააკავეს და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
The Guardian-ს ცნობით, დაკავებული "ბრიტანეთის საბჭოს" ირანის ოფისში მუშაობდა. ირანის მთავრობის მტკიცებით, ის ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურთან თანამშრომლობდა. ამ ეტაპზე დაკავებულის ვინაობა არ სახელდება.
"ბრიტანეთის საბჭო" საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობას კულტურისა და განათლების სფეროებში. ორგანიზაცია ექვსი კონტინენტის 100-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს.