გერმანიის პოლიცია არბალეტით 5 ადამიანის მკვლელობის საქმეს იძიებს. ამის შესახებ BBC წერს.
3 ადამიანის ცხედარი ბავარიაში, ქალაქ პასაუსთან მდებარე სასტუმროში იპოვეს, კიდევ 2 გარდაცვლილი ქალი კი ამ ადგილიდან 650 კილომეტრის მოშორებით, ერთ-ერთ ბინაში ნახეს. გავრცელებული ცნობით, ყველა მათგანი არბალეტით არის მოკლული.
ცხედრები სასტუმროში, რომელიც ავსტრიის საზღვართან ახლოს მდებარეობს, პერსონალმა იპოვა. ხუთივე მოკლული გერმანიის მოქალაქეა.