NYT: აშშ ირანის შესაჩერებლად ახლო აღმოსავლეთში სამხედროების გაგზავნას გეგმავს

NYT: აშშ ირანის შესაჩერებლად ახლო აღმოსავლეთში სამხედროების გაგზავნას გეგმავს

აშშ-ის ხელისუფლება ახლო აღმოსავლეთში 120 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნის გეგმას განიხილავს იმ შემთხვევისთვის, თუ ირანი ამერიკელ სამხედროებს დაესხმება თავს ან ბირთვულ იარაღზე მუშაობას დააჩქარებს. ამის შესახებ New York Times-ი აშშ-ის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ეს გეგმა 9 მაისს დონალდ ტრამპის თანაშემწეების სხდომაზე პენტაგონის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა პატრიკ შანაჰანმა წარადგინა.

წყაროს ინფორმაციით, გეგმა ირანში სახმელეთო შეჭრას არ ითვალისწინებს, რადგან ამისთვის უფრო მეტი სამხედრო იქნებოდა საჭირო.

8 მაისს ირანმა ბირთვული შეთანხმების ორი პუნქტის შესრულებაზე უარი განაცხადა, 11 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა სპარსეთის ყურეში სარაკეტო სისტემა და ხომალდი გაგზავნა.