ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ეკონომისტი გიტანას ნაუსედა და ფინანსთა ყოფილი მინისტრი ინგრიდა შიმონიტეა შეხვდებიან ერთმანეთს. ამის შესახებ ლიეტუვის ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს.
წინასწარი მონაცემებით, ექსმინისტრს ხმათა 30,95% აქვს, ხოლო ლიეტუვური ბანკის, SEB-ის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს, გიტანას ნაუსედას - 30,94%.
მოქმედმა პრემიერმინისტრმა ამ დროისთვის ხმათა 19,85% დააგროვა.
ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 26 მაისს გაიმართება.