პილოტმა 40 წუთის განმავლობაში გონებადაკარგულმა იფრინა

პილოტმა 40 წუთის განმავლობაში გონებადაკარგულმა იფრინა

ავსტრალიაში პილოტმა 40 წუთის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იფრინა და ამით საერთო ნავიგაციის წესები დაარღვია. ამის შესახებ The Independent-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მფრინავს სტაჟირება ჰქონდა. ავსტრალიის ტრანსპორტირების უსაფრთხოების ბიურომ ჩაატარა გამოძიება და დაადგინა, რომ პილოტს ფრენამდე ერთ დღეზე მეტი არ სძინებია, ასევე საუზმეზე მხოლოდ შოკოლადის ფილა მიირთვა და ენერგეტიკული სასმელი დალია.

გაირკვა, რომ 5,5 ათასი ფუტის სიმაღლეზე მფრინავს მწვავე თავის ტკივილი აღენიშნებოდა, რის გამოც სტაჟიორმა ფრენის რეჟიმი ავტოპილოტზე გადართო.

საჰაერო ნავიგაციის კონტროლის ცენტრს მფრინავთან რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა. გონზე მოსვლის შემდეგ პილოტმა თვითმფრინავი დამოუკიდებლად დასვა.