ევრომაიდანის მოვლენების საქმეზე პოროშენკო დაკითხეს

ევრომაიდანის მოვლენების საქმეზე პოროშენკო დაკითხეს

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ევრომაიდანზე მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაკითხა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ უწყების სპეციალური გამოძიების სამმართველოს ხელმძღვანელმა სერგეი გორბატიუკმა განაცხადა.

2014 წელს მაიდანზე მომხდარი შეტაკებების საქმეზე პოროშენკო უკვე მეორედ დაკითხეს. პირველად ის საგამოძიებო უწყებაში 2016 წლის ნოემბერში გამოცხადდა.

პოროშენკო გენერალურ პროკრატურაში მეორედ მიმდინარე წლის მაისში დაიბარეს, თუმცა ის დაკითხვაზე არ მივიდა.

2014 წლის 18-20 თებერვალს კიევში შეტაკებების შედეგად 77 დემონსტრანტი და 17 სამხედრო დაიღუპა, ასობით ადამიანი კი დაშავდა.