ულტრამემარჯვენე ოპოზიციური პარტია „ნაციონალური ასოციაციის“ ლიდერი (წარსულში „ნაციონალური ფრონტი“) მარინ ლე პენი საფრანგეთის პრეზიდენტს ულტიმატუმს უყენებს. ამის შესახებ Le Parisien-ი წერს.
ლე პენის განმარტებით, მოახლოებული ევროპარლამენტის არჩევნები საფრანგეთისთვის ერთგვარ რეფერენდუმად იქცა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ თუ ემანუელ მაკრონი ამ მარათონში დამარცხდება ქვეყნის პირველი პირის პოსტი უნდა დატოვოს.
„ნაციონალური ასოციაციის“ ლიდერი დასძენს, რომ პირველი ფრანგი პრეზიდენტია, რომელიც პოლიტიკური პარტიის პროგრამის რეკლამისთვის თავის სურათს იყენებს.
ევროპარლამენტის არჩევნები 23-26 მაისს გაიმართება. ევროპარლამენტში 751 დეპუტატს აირჩევენ.