აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პირადი ადვოკატი რუდი ჯულიანი უკრაინაში ჩასვლაზე უარს აცხადებს.
ამის მიზეზად ჯულიანი იმ ფაქტს ასახელებს, რომ „ვერ ექნება კონტაქტი ადამიანებთან, რომლებიც აშშ-ს მტრები არიან“.
ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
„არსებობდა დიდი საფრთხე, რომ უკრაინის ახალი პრეზიდენტი პრეზიდენტ ტრამპის მტრებს შემოიკრებდა. ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან ძალიან სანდო, ორი ადამიანისგან მოვისმინე, რომ პრეზიდენტ ტრამპის მტრები აშკარა კორუფციაში არიან ჩართულნი“, - თქვა ტრამპის პირადმა ადვოკატმა.
მისივე თქმით, საუბარია ადამიანებზე, რომლებიც 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებული გამოძიების დროს „დემოკრატების“ მხარეს იდგნენ.
ჯულიანი ნიუ-იორკის ყოფილი, „რესპუბლიკელი“ მერია.