CNN-ის ცნობით, სამმა ქალმა სამხრეთ კაროლინაში მდებარე სათამაშოების მაღაზიაში ლეგოს ყუთი იყიდა, რომელშიც 1.3 კგ ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინი აღმოჩნდა.
გამოცემის ინფორმაციით, სათამაშოს ყუთში ნარკოტიკების არსებობის შესახებ მაშინ გაიგეს, როდესაც ქალების მიერ ლეგოთი დასაჩუქრებულმა ბავშვმა ყუთი გახსნა.
გამომძიებლის ინფორმაციით, სათამაშოს ყუთში არსებული ნარკოტიკების ღირებულება $40,000 შეადგენს. მისივე თქმით, ხშირად ნარკომოვაჭრეები ნარკოტიკებს სხვადასხვა ადგილებში ტოვებენ, რათა მყიდველებმა მისი შეუმჩნევლად აღება შეძლონ.