არგენტინაში პარლამენტის დეპუტატზე თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ტელეარხი Todo Noticias იტყობინება.
ჰექტორ ოლივარესს ცეცხლი მანქანიდან გაუხსნეს. შედეგად ერთ-ერთი რეგიონის მაღალჩინოსანი დაიღუპა, რომელიც დეპუტატის გვერდით იდგა. ოლივარესი კი მძიმედ დაიჭრა.
დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს. თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს. მათ პოლიცია ეძებს.